LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არაფერს ვნანობ.. ეს იყო უდიდესი რომანი.. პატარა მიზეზი მინდოდა, რომ ამერიკიდან წამოვსულიყავი და ეს მიზეზი გახდა უდიდესი სიყვარული“ – ია ფარულავა მიხეილ სააკაშვილზე

29308
Untitled design (63)

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ, ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში, მიხეილ სააკაშვილთან მის სასიყვარულო ურთიერთობაზე  ისაუბრა.

„ჩემი მთავარი სიყვარული იყო, მიხეილ სააკაშვილი.. მიშა, როგორც ყველა თავის ქალს, მეც ძალიან ცუდად მომექცა“ – ია ფარულავა

ფარულავამ, დღეს, „ინსტაგრამზე,“  გამომწერებს ყოფილი პრეზიდენტის და მისი რომანის დეტალები გაუზიარა.

„მთელი სააგენტოები აჩოჩქოლდნენ და წაიღეს ჩემი გუშინ ინტერვიუ ნანუკასთან, ვიღაცებმა ცუდი კომენტარები დაწერეს.. ხალხს პირს ვერ ამოვუკერავ, განსაკუთრებით ბოტებს.

ეს იყო ძალიან დიდი რომანი, არავის იქიდან [ლოს-ანჯელესიდან]  ძალით არ წამოვუყვანივარ.. პატარა მიზეზი მინდოდა, რომ ამერიკიდან წამოვსულიყავი და ეს პატარა მიზეზი გახდა უდიდესი სიყვარული, არაფერს არ ვნანობ..

ეს იყო სიყვარული, რომელმაც მეტ-ნაკლებად დამანგრია..

2013 წელს გაურკვეველი გამომცემლობა დამიკავშირდა, რომ დამეწერა ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, სადაც იქნებოდა პიკანტური დეტალები ჩემი და მიშას ურთიერთობაზე.. მაქვს ფოტო მასალებიც, მაგრამ რა თქმა უნდა უარი ვთქვი..

ნანუკას შოუში რაც ვთქვი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამოჭრიდა..

კადრს გარეშე ყველამ ყველაფერი მშვენივრად ვიცით და რადგან არ ამოჭრა ესეიგი ასე იყო საჭირო..,“- ამბობს ია ფარულავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g