LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ დიზაინერს ეკუთვნის და რა ღირს ნიცა თავაძის შავი კაბა, რომელიც მას „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიალზე ეცვა

10047
BeFunky-collage

პარიზში გამართულ „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიალზე ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას და მისი მეუღლის, ნიცა თავაძის გამოჩენამ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში მე-17 ადგილზე გავიდა

ტრადიციულად, საღამოზე, სადაც ბევრი ცნობილი ვარსკვლავი იყრის თავს განხილვის საგანი ხდება სტუმრების ჩაცმულობა.

ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ერთად „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე – კადრები პარიზიდან

გუშინდელ დაჯილდოებას დევიდ ბექჰემი Dior-ის კლასიკური სამოსით დაესწრო. მან და კილიან მბაპემ ერთი და იგივე სამოსი მოირგეს, განსხვავება მხოლოდ ფერი იყო.  ღონისძიებაზე ლიონელ მესიმ კი Louis Vuitton მოირგო.

ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი საქართველოში გადახდილი ქორწილის მსგავსად, აქაც შეინარჩუნა უბრალოება. მისი სამოსი არ ატარებდა ცნობილი ბრენდის სახელს, ის უბრალო, დახვეწილი და ელეგანტურ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი მივიდა მეუღლესთან ერთად. ნიცას ნაკლებად ცნობილი ბრენდის, Alex Perry-ის შავი სადა კაბა ეცვა. წყვილმა შეძლო და ზედმეტი პომპეზურობის გარეშე წითელ ხალიჩაზე თავიანთი სილამაზე სადად წარმოაჩინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g