LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ – თუნდაც იმ ქალი დეპუტატების მხრიდან განსაკუთრებული აგრესია და შეურაცხმყოფელი განცხადებები გვინახავს – თუ მეც მაქვს რაიმე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი, ვეცადოთ, ერთმანეთს გული არ ვატკინოთ

176
კახა_კალაძე_159874562

ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ქალი დეპუტატების მიმართ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

მისი თქმით არსებობს ჩარჩოები, რომელიც არავინ არ უნდა გადალახოს.

ანა წითლიძემ ალუდა ღუდუშაურს „დებილი“, ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატს კი „ბანძი“ და „ფარჩაკი“ უწოდა

„ვფიქრობ, ნებისმიერი გონიერი ადამიანი არ მიესალმება აღნიშნულს, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები, სხვადასხვა დამოკიდებულება საკითხებთან მიმართებით, მაგრამ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ. რაღაც ჩარჩოები არსებობს და არ უნდა გადავლახოთ ეს ყველაფერი. მესმის პოლიტიკაა, აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ყველამ უნდა შევიკავოთ თავი ასეთი განცხადებებისგან.

ძალიან ბევრი შემთხვევა, თუნდაც იმ ქალი დეპუტატების მხრიდან, განსაკუთრებული აგრესია და არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადებები გვინახავს, პიროვნული შეურაცხყოფები. ეს არ არის ლამაზი ფორმა. მეც თუ მაქვს რამე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის. ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთს არ ვატკინოთ გული და ასეთი შეურაცხყოფები არ მივაყენოთ.

ტელევიზიების მხრიდან უამრავი განცხადება გაკეთებულია, იგივე ჩემთან მიმართებაში, როდესაც საარჩევნო კამპანია იმართებოდა დიდი ცილისწამება იყო.

პრეზიდენტი – დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად პარლამენტს, მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო ქალებს

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკისა, მგონია, რომ არასწორია ასეთი ქმედებები და დამოკიდებულება”,- განაცხადა კალაძემ.

„მინდა ბოდიში მოვიხადო“ – ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები