LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად, როცა სკოლის სახელმძღვანელოში ამოვიკითხე, რომ რომში იმპერატორმა ცხენი შეიყვანა პარლამენტში, ვერ გავაცნობიერე რაზე იყო საუბარი, ამ პარლამენტში ცხენები უკვე სანატრელია – დავით უსუფაშვილი

360
ფორტუნა (4)

ჩემი ღრმა რწმენით, ევროპა გადაწყვეტილებას მიიღებს 12 პუნქტზე დაყრდნობით, მაგრამ ასეთი ფორმულირებით: 12 პუნქტი პლუსით, ან 12 პუნქტი მინუსით, რადგან 12- პუნქტიანი გეგმა არის ტექნიკურად შესასრულებელი , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, მხოლოდ ევროპული პერსპექტივა არ არის საკმარისი, საქართველოს სჭირდება ღია კარში შესვლა.

„ევროპული პერსპექტივა, რომელიც საქართველოს უკვე აქვს, ცხადია, ჩვენ კარს ღიად გვიტოვებს, ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში. მხოლოდ კარის გაღება არ არის საკმარისი. ჩვენ გვინდა, იმ კარში შესვლა. ჩვენ გვინდა, ევროპული კეთილდღეობის, უსაფრთხოების და თავისუფალი ქოლგის მორგება, ევროპული ცივილიზაციის ორგანულ ნაწილად ქცევა, რაც ჩვენ ყველა პრობლემის მოგვარებას შეგვაძლებინებს.

ქართველებს საქართველოში აპოვნინებს ბედნიერებას, წინსვლას. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საწინდარი იქნება, რადგან ყველა, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს და ამბობს, რომ საქართველო არ უნდა, დაინახავს, რომ საქართველო გერმანია, ესპანეთი, იტალია უკვე ერთი სივრცეა. მხოლოდ პერსპექტივის დატოვება იმაზე უკეთესია, ვიდრე 2 წლის წინ გვქონა, მაგრამ ჩვენ სწრაფად შესვლა გვინდა, უკვე დავკარგეთ წელიწად ნახევარი.

ჩემი ღრმა რწმენით, ევროპა გადაწყვეტილებას მიიღებს 12 პუნქტზე დაყრდნობით, მაგრამ ასეთი ფორმულირებით: 12-პუნქტი პლუსით ან 12პუნქტი მინუსით, იმიტომ, რომ 12- პუნქტიანი გეგმა არის ტექნიკურად შესასრულებელი“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებით აქვს პრობლემები, რადგან ხელისუფლებამ ბევრი საკითხი ისე არ მოაგვარა, როგორც უნდა მოეგვარებინა.

მისივე თქმით, ევროპამ საქართველოს არ უნდა შეხედოს, მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხრიდან, რადგან საქართველო არ დაიყვანება „ქართულ ოცნებამდე“.

„საქართველოს ტექნიკური თვალსაზრისით უჭირს, რადგან ხელისუფლებამ ბევრი საკითხი ისე არ მოაგვარა, როგორც უნდა მოეგვარებინა. „ლელოს“ რაც შეეძლო, სამოქალაქო საზოგადოებას რაც შეეძლო, ოპოზიციას, პრეზიდენტს, მოქალაქეებს ჩვენ ევროპას ვეუბნებით: ამ გადამწყვეტ მომენტში, მხოლოდ ხელისუფლების ნამოქმედარით ნუ გადაწყვეტთ ჩვენს საქმეს, გადაწყვიტეთ ჯამურად.

საქართველო არ დაიყვანება „ქართულ ოცნებამდე“. საქართველოში ვართ პოლიტიკური ძალები, მათ შორის, „ლელო“, ვისაც კარგად გვესმის რეკომენდაციების სულისკვეთება და ამ სულისკვეთების შესაბამისად პროექტები გვაქვს პარლამენტში ინიცირებული, რომელსაც „ოცნება“ დღეს არ იხილავს“, – განაცხადა უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

„არ ვაპირებ გავჩერდე.. თავის მართლება მოუწევს“ – ირაკლი ბერაიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო, თეონა აქუბარდია სასამართლოს მიმართავს 

ამასთან, უსუფაშვილმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას მიერ ოპოზიციონერ დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული განცხადება შეაფასა.

უსუფაშვილის შეფასებით, ეს პოლიტიკურ ანალიზს ვერ ექვემდებარება, რადგან საბაზისო ზნეობრივ, ადამიანურ საკითხებშია გადასული.

„პირველად, როდესაც სკოლის სახელმძღვანელოში ამოვიკითხე, რომ რომში იმპერატორმა ცხენი შეიყვანა პარლამენტშიო, ვერ გავაცნობიერე რაზე იყო საუბარი. ამ პარლამენტში ცხენები სანატრელია უკვე, იმიტომ რომ იმდენს ვერ დააშავებს ცხენი, რამდენსაც ადამიანი შეძლებს, როგორც ჩანს. რაღაცნაირად მოახერხოს და ხაზი გადაუსვას საერთოდ ყველაფერს, რაც წმინდაა, ლამაზია, მშვენიერია, გასაფრთხილებელია, ზნეობრივია… ანუ, რისთვისაც თითქოს შეხვედი პარლამენტში, რომ ეს ყველაფერი გააძლიერო და მას მოაშორო სარეველები, ხიფათები, საფრთხეები და ა.შ. ერთი ხელის მოსმით უარი თქვა ყველაფერზე, რაც შენში ჩაუდია ერს, საგანმანათლებლო სისტემას, წიგნებს, აღზრდით ვინც იყო დაკავებული.

უბედურება იმაშია, რომ ეს პოლიტიკურ ანალიზს ვერ ექვემდებარება, რადგან საბაზისო ზნეობრივ, ადამიანურ საკითხებშია გადასული. რატომ? – იმიტომ, რომ ეს არის მმართველობის ყველაზე საშინელი ფორმა, როდესაც გვაქვს ავტორიტარული დემოკრატია, ანუ ფორმით, თითქოს ევროპული სტანდარტებით შეკაზმული პროცესია და შინაარსით, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიციების გაგრძელება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

თეონა აქუბარდია: „იმას, რაც „ოცნების“ კაცუნამ, ირაკლი ბერაიამ ჩემ წინააღმდეგ იკადრა, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია“

„მინდა ბოდიში მოვიხადო“ – ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

ელისაშვილი ბერაიას: „კაცი არ ხარ? ეს სიტყვები პირიდან როგორ ამოგივიდა.. ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები, ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g