LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურება ცნობილი საავტომობილო ბრენდების შტაბბინები

102

ახლა, თქვენ ნახავთ ადგილებს, სადაც მილიარდებიან გადაწყვეტილებებს იღებენ და სადაც სხედან ადამიანები, რომლებიც ცვლიან საავტომობილო სამყაროს.

გაეცანით, ათი ყველაზე საინტერესო საავტომობილო კონცერნის შტაბბინას.

Volkswagen

ქალაქი ვოლფსბურგი სწორედ Volkswagen-ის წყალობით გაშენდა, ამიტომ არ გაგიკვირდებათ, თუკი გაიგებთ, რომ კონცერნის ყველა სასიცოცხლო არხი აქ იყრის თავს. გარდა შტაბბინისა და ქარხნისა, ვოლფსბურგში კომპანიის მუზეუმი, საგამოფენო პავილიონები და სადილერო ცენტრია წარმოდგენილი მათთვის, ვისაც ავტომობილის შეძენა პირდაპირ ქარხნიდან სურს.

Mercedes-Benz

უფრო გამართლებული იქნებოდა Daimler-ის შენობად მოვიხსენიოთ, თუმცა, მაინც Mercedes ვახსენოთ, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, კომპანიის შენობა შტუტგარდში ქარხანასთან და მუზეუმთან ახლოს არის, აქვეა ჰოტლიბ დაიმლერის სახელობის სტადიონიც.

BMW

ეს ალბათ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შტაბბინაა – BMW-Vierzylinder-ის ფუტურისტული ცენტრი, რომელიც 1973 წელს გაიხსნა და 22 სართულს აერთიანებს. შენობის სიმაღლე 101 მეტრია და ჯერ კიდევ მიუნხენის ყველაზე მაღალი ნაგებობაა. შტაბბინაში ათასზე მეტი თანამშრომელია. ეფექტური გარეგნობის გამო, შენობა რამდენჯერმე სხვადასხვა ფილმშიც გამოჩნდა.

 Bugatti

არ გიფიქრიათ არასოდეს რა შენობაა, რომლის ფონზეც ასე ხშირად პოზირებენ Bugatti-ის მოდელები? ეს ფრანგული კომპანიის შტაბბინაა, რომელიც მოლშეიმთან ახლოს მდებარეობს. აქ უცხო პირებს შესვლა მკაცრად ეკრძალებათ. ასეთი ექსტრავაგანტული არჩევანი შტაბბინისთვის მისამართზე 1856 Château Saint Jean მარტივად ასახსნელია – აქ დიდხანს ეტორე ბუგატის სასტუმრო სახლი იყო.

Mazda

ერთ-ერთი უმსხვილესი იაპონური საავტომობილო კომპანიის მთავარი ოფისი პატარა დასახლება ფუტიუში მდებარეობს, რომელიც ჰიროსიმასთან ახლოს არის. ეს ოფისი საკმაოდ ძველია, თუმცა, ცოტა ხნის წინ კომპანიამ დიდი წარმომადგენლობა ავსტრალიაშიც გახსნა, სადაც მარკის საკვანძო ავტომობილების მცირე ექსპოზიციაც არის წარმოდგენილი.

Nissan

Nissan-ის შტაბბინა სპეციალურ რაიონში მდებარეობს, რომელსაც ნისი ქვია და იოკოჰამაში მდებარეობს. იოკოჰამაში ნისანის ქარხანა 1935 წელს აშენდა, თუმცა, ავტომობილებზე მეტი ყურადღება თვითმფრინავებს ეთმობოდათ. შენობის საერთო ფართი 92 000 კვადრატული მეტრია, რომელიც 22 სართულზეა განაწილებული.

 

Ford

ფორდის მთავარი ოფისი უკვე დიდი ხანია მიჩიგანის შტატში, დირბორნში მდებარეობს, აქვეა კომპანიის უძველესი ქარხანა და ფორდის კვლვევითი ლაბორატორია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჰენრი ფორდმა ამ ადგილებზე სახლი შეიძინა.

 

Mitsubishi Motors

Mitsubishi-ის შტაბბინა ასევე საკმაოდ მოკრძალებულია და ტოკიოს სპეციალურ რაიონში, მინატოში მდებარეობს. სხვათაშორის, იქვეა მისი კონკურენტის, Honda-ს მთავარი ოფისიც.

Fiat

რასაც ფოტოზე ხედავთ, ეს უკვე ისტორიაა. თუმცა, ეს ისტორია ძალიან ლამაზია. წინათ აქ ფიატის მთავარი შტაბ-ბინა მდებარეობდა, ახლა კი უბრალოდ ერთ-ერთი შტაბია 2014 წელს დაარსებული Fiat-Chrysler-ის გაერთიანებისთვის. შენობაში მომუშავე ადამიანები ფიატის კომერციული ტექნიკისა და ევროპული ხაზის განვითარებაზე ზრუნავენ.

General Motors

მიუხედავად დეტროიტის დეპრესიული განწყობისა, GM-ის შტაბბინა იყო და არის Renaissance Center-ში. შესანიშნავი შენობა მოდერნის სტილში 1977 წელს ააშენეს და ავტომწარმოებელი მას შემდეგ აქ არის. აშენების მომენტში ის შტატის ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები