LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსტა სანიკიძეს დაჭრამდე 2 კვირით ადრე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ – რას ამბობენ კოსტას ახლობლები

708
kosta-sanikidze_w_h

კოსტა სანიკიძის მეგობრების ინფორმაციით, კოსტას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, გონზე მოვიდა და აპარატზე შეერთებასაც აღარ საჭიროებს. კოსტა სანიკიძეს, რომელსაც დაზიანებები მუცლის არეში აქვს მიყენებული, გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

კოსტა სანიკიძეზე თავდასხმა გამთენიისას, დილის 7 საათისთვის მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას საკუთარ სახლში, 25 წლამდე პირი დაესხა თავს და დაჭრა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა კოსტა სანიკიძის დედაც.

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – გავრცელებული ცნობით, დაჭრილი კოსტა სანიკიძეა

კურიერის” ინფორმაციით, კოსტა სანიკიძეს დაჭრამდე, 2 კვირით ადრე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

„პასუხი უნდა აგოს იმ სადისტმა, ვინც კოსტას დაუშავა“ – ლენუკა ყიფშიძე კოსტა სანიკიძის დაჭრაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g