„ამაზონმა“ ახალი რობოტი გამოუშვა, რომლის ღირებულებაც 2349,99 აშშ დოლარია. ის დისტანციური მართვის საშუალებით მოძრაობს. რობოტი HD პერისკოპის კამერით არის აღჭურვილი, რომელსაც ღამის ხედვა აქვს და 24 საათიან „ლაივ“ სურათს გთავაზობთ. ის მფლობელებს ობიექტების კონტროლში ეხმარება.
რობოტი საეჭვო აქტივობებს, ხმებსა და ადამიანებს ამოიცნობს და ამის შესახებ მფლობელს აწვდის ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ კადრები 180 დღის განმავლობაში ინახება. Astro-ს ასევე შეუძლია მომხმარებელს შეტყობინებები გაუგზავნოს და სენსორები თავად ჩართოს, რათა შეამოწმოს, რა ხდება.