ლეგენდარული Guns N’ Rose-ის ფრონტმენს, ექსლ როუზს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ყოფილი მოდელი, შეილა კენედი სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს.
სარჩელში წერია, რომ 1989 წელს ნიუ-იორკში როუზი კენედის თავს დაესხა და მასზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ გააუპატიურა. ის როუზს ღამის კლუბში შეხვდა, შემდეგ კი როკ-ვარსკვლავმა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მისაღებად თავისი სასტუმროს ნომერში დაპატიჟა.
„თმით მათრია საძინებლამდე, ჩემთან უხეშად დაამყარა სექსუალური კავშირი“, – ამბობს შეილა.
„ეს შემთხვევა არასდროს მომხდარა. როუზს არ ახსოვს, თუკი ოდესმე შეხვედრია შეილა კენედის“, – აცხადებს მუსიკოსის ადვოკატი.
პრემიერა: Guns N’ Roses ახალი სიმღერას Hard Skool ავრცელებს