LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თვეების ლეკვებს, ტყეში, პირდაპირ თოვლში როცა ყრით, მაგ მომენტში რას გრძნობთ – ასეთი გათახსირებული სული რანაირად უნდა გქონდეთ“ – აკა სინჯიკაშვილი 

329
Fortuna.ge

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ყინვაში მიტოვებული ლეკვების ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მათ მთაში მცხოვრები ოჯახი შეიფარებს.

„რა მაინტერესებს იცით? ასე, თვეების ლეკვებს, ტყეში, პირდაპირ თოვლში როცა ყრით, აი მაგ მომენტში რას გრძნობთ. ან რას ფიქრობთ, ან რას ელაპარაკებით მაგ დროს თუ ვინმე გახლავთ. ასეთი გათახსირებული სული რანაირად უნდა გქონდეთ.

„ვართ მაღალმთიან სოფელში და რა ამბავი ტრიალებს, უბრალოდ წაიკითხეთ, დაუჯერებელი ამბავია“ – აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

ღამე როგორ გეძინებათ და ტყეში გაწირული ლეკვები როგორ არ გახსენდებათ. ან ღმერთის არ გეშინიათ, ან ეშმაკის, ან გამვლელის? ასე რომ დავინახო, ჩემს თვალწინ თოვლში ლეკვებს ისვრის ვიღაცა, იმ დღეს აუცილებლად ციხეში ჩამსვამენ.

თუ გეზიზღება ვინმეო, როცა მკითხავენ – აი ამის გამკეთებელი ადამიანები მძულს! ლეკვებს კი, ვისაც მთაში ვეხმარებით, ეს ოჯახი შეიფარებს.

უკვე ჭამეს და ჩახუტებულები წვანან ღუმელთან. ზამთარსაც გადაიტანენ და ძაან კარგადაც იქნებიან. თქვენ რა გეშველებათ, სული რომ გაქვთ დამახინჯებული, თორემ ამათ აწი რა უშავთ“. – წერს აკა სინჯიკაშვილი.

„თუ სადმე დაინახავთ, რომ ქუჩაში ადამიანს სძინავს, აუცილებლად მომწერეთ ან დამირეკეთ.. ნუ გადააბიჯებთ, შესაძლოა სწორედ ის ღმერთია, რომელსაც მთელი სიცოცხლეა ეძებთ“ – აკა სინჯიკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g