LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ბარსელონაში გაეცნენ

148
00999

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, ბარსელონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IBTM 2023 მიიღო მონაწილეობა.

საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ უდიდეს ღონისძიებაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარმოდგენილი. გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 8 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანიებთან საქართველოში დიდი ღონისძიებების, კონფერენციებისა და ფორუმების გამართვის მიზნით შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გამოფენის სტუმრებისთვის მოეწყო პრეზენტაცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

IBTM 2023-ზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3000-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.  სამდღიან გამოფენას 15 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა.

mazda magti 5g