მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში პატარა ადრესატების მიერ სანტასთვის მიწერილი საახალწლო წერილების ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც ნინი შერმადინი აღნიშნავს, მან იპოვა ნიკა, რომელსაც 2018 წელს დაწერილ წერილში ავტორი ახსენებს, ხოლო წერილის ავტორს კვლავ ეძებს. ნინი შერმადინის თქმითვე, ის საახალწლოდ პატარების გახარებას აპირებს და მოქალაქეებს მიმართავს, სურვილის შემთხვევაში სიურპრიზში მონაწილეობა თავადაც მიიღონ:
„მოგესალმებით მეგობრებო, ვიპოვე ნიკა. სამწუხაროდ, ჯერ წერილის ავტორი ვერ ვნახე, მაგრამ ვეძებ და აუცილებლად ვიპოვი.
ნიკას მამიდას ვთხოვე, რომ წერილი ჩუმად დაეწერა თოვლის ბაბუსთვის, თუ რას ისურვებდა საახალწლოდ. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრმა მომწერეთ და გინდოდათ თქვენი წვლილი შეგეტანათ ბავშვების სიხარულში, ვასაჯაროებ ნიკას წერილს, რომ სიკეთეს არა სხვისთვის, ჩვენი თავისთვის ვაკეთებთ ყოველთვის.
ასე რომ, გიზიარებთ და თუ სურვილი გაქვთ, თქვენც შემომიერთდით.
Zelle (929)3019584 ან [email protected]
ოღონდ გთხოვთ, ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ მე შემაქოთ, უბრალოდ ინფორმაციას გიზიარებთ, მეტი არაფერი, ან პირდაპირ, პირადად ნინას მისწერეთ“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.
ამასთან ნინი შერმადინი ასაჯაროებს პატარა ნიკას მამიდასთან მიმოწერას, რომელშიც წერია:
„20 დეკემბერს ჩამოვდივარ და მინდა, ახალ წელს ორივე ბავშვი გავახარო“.
მოგესალმებით მეგობრებო, ვიპოვე ნიკა, ❤️ სამწუხაროდ ჯერ წერილის ავტორი ვერ ვნახე, მაგრამ ვეძებ და ვიპოვი აუცილებლად….
Posted by Nini Shermadini on ოთხშაბათი, 06 დეკემბერი, 2023