LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla-მ პირველად გაყიდა წელიწადში 100 000 ავტომობილი

53

კომპანიამ Tesla გამოაქვეყნა ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ, რომელიც ასახავს 2017 წელს მთლიანად და ასევე მეოთხე კვარტლის გაყიდვების შედეგებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ავტომწარმოებელმა პირველად შეძლო კლიენტებისათვის 12 თვის განმავლობაში 100 000-ზე მეტი ავტომობილი მიეწოდებინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2017 წელს, კომპანიამ კლიენტებს 101 312 ელექტრო ავტომობილები Model S და Model X მიაწოდა, რაც 33%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ანგარიშში არ ფიგურირებს Model 3, მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე კვარტალში ის 1 550-მა კლიენტმა მიიღო.

Tesla-ში აღნიშნავენ, რომ მეოთხე კვარტალში კლიენტებთან 2 520 Model S და 860 Model 3 გაეგზავნათ, თუმცა, საერთო ანგარიშში ჯერ დაფიქსირებული არ არის, რადგან მყიდველებამდე არ მიუღწევია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები