LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო? – ძალიან დიდი ბოდიში, რატომ? – კალაძე ზურაბიშვილზე

391
ფორტუნა (4)

ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო? – აბსოლუტურად გაუგებარია,- ასე პასუხობს “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ მიეცა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გუშინ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის უფლება.

კალაძე ვერ ხედავს ლოგიკას, რატომ უნდა გამოსულიყო პრეზიდენტი გუშინდელ ზეიმზე სიტყვით მაშინ, როდესაც თავად ამბობდა, რომ “ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა”.

“რას ნიშნავს არ მიეცა უფლება? ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო? გამოდიოდა და ამბობდა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა და რა ლოგიკით ამბობთ, რომ ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო და მისალმებოდა საზოგადოებას? აბსოლუტურად გაუგებარია”,- განაცხადა კახა კალაძემ.

„პრეზიდენტი რატომ არ იყო ტრიბუნაზე? – ეს არის ევროპული პრინციპების საწინააღმდეგო“ – სალომე ზურაბიშვილის ძმა

გიორგი ვაშაძე: ოპოზიციას კი არა, თავის არჩეულ პრეზიდენტს როგორ მოექცნენ? – ეს იყო სამარცხვინო, „ქართული ოცნების“ სახე

ანა ნაცვლიშვილი: ოცნება ვერ მოიქცა ევროპულად, როცა პრეზიდენტს არ შესთავაზა, ხალხს მისალმებოდა

„მადლობები არ მჭირდება, ამ მხიარულებას ვერავინ ვერაფრით შემიცვლის“ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g