LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძის შვილიშვილს რატი დურგლიშვილი განსაკუთრებულად უყვარს: „მიქაელს ძალიან უყვარს მისი ჩახუტება…“

4754
რატი და სალომე

მაკა ზამბახიძის ქალიშვილი, სალომე ჩიტაძე ჟურნალ „თბილისელებს“ იმის შესახებ ესაუბრება, როგორ სიყვარულით სავსე გარემოში იზრდება მისი ვაჟი, მიქაელი.

სალომე აღნიშნავს, რომ მის შვილს გამორჩეულად უყვარს რატი დურგლიშვილი.

დედიკოს სიმღერებს რომ ისმენს, მიქაელს როგორი რეაქცია აქვს?

სალომე ჩიტაძე: 

„ჩემთან დაკავშირებით ყველაფერს ძალიან ემოციურად აღიქვამს. მე რომ მხედავს, ძალიან ნაზიბროლა ხდება (იცინის). უცებ მკაცრი კაცური ხასიათიდან გადმოერთვება და ფარფატა არსებად იქცევა (იცინის). გაიძახის ხოლმე, დედა მინდაო. ყველაფერი მოსწონს, რასაც ვაკეთებ. ყველაფრით კმაყოფილია, რაც მე მიკავშირდება, მათ შორის, ჩემი უნიჭო ცეკვაც მოსწონს (იცინის). მის თვალებში ვხედავ, როგორი უანგარო სიყვარული შეუძლია და უბრალოდ, ძალიან ბედნიერია, როცა მის გვერდით ვარ. აქედან გამომდინარე, სიმღერაც მოსწონს ჩემი შესრულებით. დიდ სცენაზეც მიხილა და ესეც მოეწონა. ასევე, ძალიან ბედნიერია ხოლმე, ტელევიზორში მაკას და რატის რომ ხედავს. რატიზე, საერთოდ, ჭკუა ეკეტება. საერთოდ, რატის ყველა ბავშვთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და განსაკუთრებული მეგობარია. მიქაელს ძალიან უყვარს მისი ჩახუტება. შეუძლია, საათობით არ ასწიოს თავი, ისე ჰყავს დამდნარი ზედ და უბედნიერესია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g