გიო ადამია ერთ-ერთია ადამიანებს შორის, რომელიც 3 აგვისტოს, შოვში მომხდარ ტრაგედიას შვილთან ერთად შემთხვევით გადაურჩა.
მომხდარიდან ხუთი თვის თავზე, გიო ადამია საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პოსტს ავრცელებს და წერს, რომ სხვა გადარჩენილებთან ერთად დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნაზე უარი მიიღო.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ხუთი თვე გავიდა შოვის ტრაგედიიდან, არც მე და არც სხვა ჩემთან ერთად გადარჩენილს დღემდე არ მიგვიღია დაზარალებულის სტატუსი, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდა, რომელმაც დაადგინა რომ მსუბუქად დავზიანდით და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ მიგვიღია.
ჩვენ ადამიანები რომელიც ოთხი საათი მეწყერში ვხოხავდით, ყოველი წამი საშიში იყო ჩვენი და ჩვენი ბავშვების სიცოცხლისათვის. ავტომობილები რომლებშიც ვისხედით წამებში მეწყერმა გაგვტაცა და გაანადგურა, დღეები ფეხზე ვერ ვდგებოდით. ხუთი თვის თავზე ისევ გვესიზმრება კოშმარები თუ როგორ გავურბივართ მეწყერს, მე და თომას რაჭის გაგონებაზე უსიამოვნო განცდა გვეუფლება, მთის დანახვაზე შიშის გრძნობა გვიპყრობს საქართველოს მთავრობა -მ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ფეხზე დაგვიკიდა, ჩემს ოჯახს მათგან არანაერი ყურადღება, თანადგომა არ მიგვიღია ამ ხუთი თვის მანძილზე.
შობა-ახალ წელს გილოცავთ ყველას!
მადლობა ღმერთს ჩვენი გადარჩენისთვის და იმ რაჭველ ბიჭებს ვინც გამოგვიყვანა იმ საშინელებიდან.
ხუთი თვე გავიდა შოვის ტრაგედიიდან, არც მე და არც სხვა ჩემთან ერთად გადარჩენილს დღემდე არ მიგვიღია დაზარალებულის სტატუსი,…
Posted by გიო ადამია on ოთხშაბათი, 03 იანვარი, 2024
კიდევ ერთხელ თანავუგრძნობ გარდაცვლილების ოჯახებს,“ – წერს გიო ადამია.