LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრევის შადრევანმა გასულ წელს რეკორდული რაოდენობის ფულის მოგროვება შეძლო

204
768678

ტრევის შადრევანი რომის და ზოგადად იტალიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლოკაციას წარმოადგენს და მას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს. ტურისტების მთავარი ტრადიცია კი წყალში მონეტის გადაგდება და სურვილის ჩაფიქრებაა.
2023 წელს ვიზიტორებმა წყალში არც მეტი არც ნაკლები 1,6 მილიონი ევროს გადაყრა მოასწრეს. ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Gazzettino წერს.

შადრევანში გასულ წელს ევროებთან ერთად მრავლად მოხვდა დოლარები და გირვანქა სტერლინგებიც. აღსანიშნავია, რომ შეგროვილ ფულს საქველმოქმედო ორგანიზაციებს ურიგებენ და მომავალში გაჭირვებულთა დასახმარებლად იყენებენ.
საინტერესოა, რომ ფულთან ერთად ტრევის შადრევნიდან მრავლად ამოიღეს სხვა ნივთებიც, მაგალითად – სამაჯურები, ბეჭდები, საათები, სათვალე და კბილის პროთეზიც კი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები