LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავივიწყოთ ყოფილი – 3 რჩევა ფსიქოლოგისგან

367
break-up-breakup-broken-14303_burak

მიუხედავად იმისა თუ ვისი ან რისი მიზეზით დასრულდა თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა – ყოფილი შეყვარებულის დავიწყება მაინც ძალიან გაგიჭირდებათ. ყოველ შემთხვევაში ადამიანთა უმრავლესობას უჭირს და დაშორების შემდგომ პროცესი ხშირად ხდება სტრესის, დეპრესიის თუ სხვა ფსიქოლოგიური გართულებების მიზეზი.

სწორედ ამ რთული მდგომარეობის გადალახვაში და ცხოვრების გაგრძელებაში დაგეხმარებათ ფსიქოლოგის სამი რჩევა, რომელიც ჟურნალმა Experimental Psychology-იმ გამოაქვეყნა.

ეს რჩევები ეყრდნობა ექსპერიმენტს, რომელშიც 20-დან 37 წლამდე ადამიანები მონაწილეობდნენ. ცდის პირების არჩევისას არ გაუთვალისწინებით იყვნენ თუ არა ისინი განშორების ინიციატორები და მთავარი კრიტერიუმი გულის ტკენა იყო. საინტერესოა ასევე ისიც, რომ ყველა შემთხვევა ორ წელიწადზე ხანგრძლივ ურთიერთობას მოიცავდა.

სამი რჩევა:

გადააფასე ყოფილი ნეგატიურ ჭრილში
ცდისპირებს სთხოვეს, რომ ყოფილებზე გაეხსენებინათ ყველაზე ცუდი ფაქტები, იქნებოდა ეს მავნე ჩვევები, გამაღიზიანებელი ქმედებები თუ სხვა რამ. ამ სტრატეგიის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო ცუდად იფიქრებდნენ ადამიანები ყოფილ შეყვარებულებზე მით უფრო ადვილად დაივიწყებდნენ მათ. ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.

სიყვარულის გადაფასება

გულნატკენ ადამიანებს სთხოვეს იმის გააზრება, რომ ყოფილის სიყვარული ნორმალური მოვლენაა და მის დავიწყებას დრო სჭირდება. ეს მეთოდი დავიწყების პროცესს ნამდვილად ვერ აჩქარებს, თუმცა ცდისპირებმა ყოფილებზე ფიქრს უკლეს და ესეც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

ყურადღების სხვა რამეზე გადატანა

დიახ, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ყურადღების სხვა რამეზე გადატანა ნამდვილად შველის. სასიამოვნო ჰობისთვის მეტი ყურადღების დათმობა სიყვარულის გრძნობას ვერ შეამცირებს, თუმცა თავს ბევრად უკეთ გაგრძნობინებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები