LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილი: „ხშირად მესიზმრება ახლაც ნახალოვკის პატარა სახლი, სადაც ყველა ერთად ვცხოვრობდით..გამიშლიდნენ ხოლმე მაგიდას და მაგიდაზე მეძინა“

651
BeFunky-collage

მერაბ სეფაშვილმა გადაცემაში „დროება“ ბავშვობის შესახებ ისაუბრა.

როგორც მერაბმა აღნიშნა, ნახალოვკის პატარა სახლი, სადაც მან ბავშვობა გაატარა, დღემდე ესიზმრება.

„ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, მიყვარდა ის სახლი, სადაც ვცხოვრობდი, ხშირად მესიზმრება ახლაც პატარა სახლი, სადაც ყველა ერთად ვცხოვრობდით.

ადრე ასე ვცხოვრობდით – ყველას ჰქონდა თავისი ადგილი ერთ პატარა ოთახში.

მე მიწევდა ხოლმე მაგიდაზე ძილი.

გამიშლიდნენ ხოლმე მაგიდას და მაგიდაზე მეძინა.

მერე დაკეცავდნენ მაგიდას და ასე. მერე უკვე ბინა მივიღეთ, გადავედით დიღმის მასივში. არ მიყვარდა მანდ დარჩენა, რადგან შეჩვეული ვიყავი, სულ იქ მიმიწევდა გული,“ – აღნიშნა მერაბ სეფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g