LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შეფასება დასტურია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი „ვივა მედში“ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია“ – „ნაციონალური მოძრაობა“ 

149
ing

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმიანება.

როგორც ენმ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომიტეტის დასკვნაა, რომ კლინიკა „ვივა მედში“ არის „სიტუაცია, რომელიც არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ​კალორაჟი მომატებულია“ – ზურაბ ჩხაიძე 

„პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია. მის წინააღმდეგ საქმეების აღძვრა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წელს დააანონსა და საქმეების არაღძვრის წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა საჯაროდ მოითხოვა.

პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული პოლიტიკური საქმეების ავტორი ყოფილი გენერალური პროკურორი, ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრი, შეერთებული შტატების მიერ რუსეთის უშიშროების სამსახურის ოფიცრობისთვის სანქცირებული ოთარ ფარცხალაძეა. სააკაშვილის საქმეებს სასამართლოში წარმართავენ და/ან კურირებენ შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები.

პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრობიდან და ამას ითხოვს ქართველი ხალხის უმრავლესობა. ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის პოლიტიკური პატიმრობა საფუძველშივე სპობს შესაძლებლობას, რომ 2024 წლის არჩევნებში ქართველმა ხალხმა თავისი ნება თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში გამოხატოს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობაა.

ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იმყოფება კლინიკა „ვივა მედში“, სწორედ პოლიტიკური პატიმრობითაა გამოწვეული.

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნაა, რომ კლინიკა „ვივა მედში“ არის „სიტუაცია, რომელიც არის რეპრესიული, დამამცირებელი და არახელსაყრელი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“.

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ითხოვს, რომ „ვივა მედში“ პენიტენციურ პაციენტებზე მომხდარ ძალადობაზე დაწყებულ გამოძიებებთან დაკავშირებით მიეწოდოს ინფორმაცია. როგორც ცნობილია, „ვივა მედში“ გადაყვანისას პრეზიდენტ სააკაშვილზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა იძალადეს.

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ „ვივამედში“ სათანადოდ არ კეთდება სამედიცინო ჩანაწერები, განსაკუთრებით პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში. ასევე, არ არის მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა. უფრო მეტიც, პრეზიდენტ სააკაშვილის შემთხვევაში, გარკვეული სიმპტომების სათანადო კვლევაც კი არ ჩატარებულა. კომიტეტის ანგარიშიდან ირკვევა, რომ სამედიცინო პროცესს უშიშროების სამსახურები წარმართავენ და არა სამედიცინო პერსონალი.

ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის შეფასება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ ვერ იღებს სათანადო მკურნალობას და, უფრო მეტიც, ღირსებისთვის შემლახავი მოპყრობის მსხვერპლია.

ეს მდგომარეობა გამოწვეულია ოლიგარქ ივანიშვილის პოლიტიკური მართლმსაჯულებით და იგი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – წერია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„კაცი მოწამლეს, ათრიეს, აწამეს, გგონიათ, რომ სადმე უკან დამხევია პრეზიდენტი სააკაშვილი? ცხადია, არ დაიხევს“ – ლევან ხაბეიშვილი

ირაკლი კობახიძე: „მგონია, რომ სააკაშვილს აქვს ჭარბი კომფორტი და საავადმყოფოში ყოფნა არ ეკუთვნის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g