LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზუსტად ერთი თვის წინ რეანიმაციაში ვიწექი.. არ დამვიწყებოდეს, რასაც მაშინ ვფიქრობდი – ოღონდ ახლაც გადავრჩე, ოღონდ გადავრჩე“ – რას წერს ჟურნალისტი ია თინიკაშვილი, რომელმაც ანევრიზმა დაამარცხა

407
fdb121ec-5074-4627-8000-69cc17ff928c

ჟურნალისტი ია თინიკაშვილი, რომელსაც ერთი თვის წინ ანევრიზმა დაუდგინდა, ცოტა ხნის წინ კი მან დაავადება წარმატებით დაამარცხა, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„გადავლახე ჩემი ცხოვრების ურთულესი ეტაპი! თავის ტვინში მოულოდნელად აღმოჩენილი ანევრიზმა დამარცხებულია“ – ჟურნალისტი ია თინიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ჟურნალისტი თურქეთში ჩატარებული ოპერაციის და რეანიმაციაში ყოფნის ეპიზოდს იხსენებს:

„ზუსტად ერთი თვის წინ ამ დროს, 22 დეკემბერს, თურქეთში, სტამბოლის „მედიქალპარკის“ კლინიკის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის რეანიმაციაში ვიწექი (24 საათის განმავლობაში გაუნძრევლად) და მაშინ მეგონა, რომ აღარც გავიღიმებდი, აღარც გაპრანჭვის, ან სადმე წასვლის სურვილი გამიჩნდებოდა, მაგრამ, მგონი, მართლა არ ხდება ისეთის დაშვება, რასაც ვერ გადავიტანთ და იმის მიუხედავად, რომ ჯერ მთლად თოვლში „შორტებით“ სიარულს ვერ დავუბრუნდი, აგერ, ფოტოები მაინც გადავიღე.

პს. პარაშუტისტი რომ ვარდება და ნატრობს – ღმერთო, ოღონდ გაიხსნას და არც ერთ ცოდვას აღარ ჩავიდენ, ოღონდ ახლა გადამარჩინე და სიცოცხლის ბოლომდე სათნოებით ვიცხოვრებო…

მეც არ დამვიწყებოდეს, რასაც მაშინ ვფიქრობდი – ოღონდ გაიხსნას, ოღონდ ახლაც გადავრჩე, ოღონდ გადავრჩე, ოღონდ გადავრჩე და…“ – წერს ია თინიკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

? ზუსტად ერთი თვის წინ ამ დროს, 22 დეკემბერს, თურქეთში, სტამბოლის ,,მედიქალპარკის” კლინიკის ნეიროქირურგიული…

Posted by Ia Tinikashvili on ორშაბათი, 22 იანვარი, 2024

 

„სამწუხაროდ, ვიღაცამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.. მალე, ისევ ისეთი ენერგიული, გადარეული, ფერადი ია ვიქნები და ისევ ვივლი თოვლში შორტებით! გულში ჩავიბეჭდე ყველას თანადგომა“ – ია თინიკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g