LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: აჩიკო სოლოღაშვილი: „19 წლის ასაკში წამოვედი სახლიდან და ეს ჩემი ოჯახის წევრებისთვის მტკივნეული აღმოჩნდა… იყო დღეში რამდენიმე ზარი…“

419
აჩიკო სოლოღაშვილი

აჩიკო სოლოღაშვილი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ჰყვება ამბავს, როგორ დაიწყო 19 წლის ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრება და რა რეაქცია ჰქონდა მის ოჯახს ამ თემაზე:

„პატარა ვიყავი, როდესაც წავედი სახლიდან. დავიწყე სამსახური და ჩემს თავს მივეცი ამის უფლება. 19 წლის ვიყავი. იყო მსუბუქი, მაგრამ მუქარა, იყო თბილი საუბარი, იქნებ, არ გინდა დედიკო, ვინ გაგირეცხავს, ვინ გაჭმევს, ვინ გასმევს… იმდენმა ტკივილმა მოიყარა თავი, რომ ჩემს თავს ვეკითხებოდი, ღირდა თუ არა ამის გაკეთება. მერე მივხვდი, რომ მე ძალიან მინდოდა და მათი ტკივილები მეორეხარისხოვანი იყო, ვიდრე ჩემი ლტოლვა დამოუკიდებლობისადმი. მერე იყო დღეში რამდენიმე ზარი, ესემესი. რა ქენი, ჭამეო? მეტი გაღიზიანება და მზრუნველობა გამოიწვია. სახლში როცა ვიყავი, შეიძლებოდა, არ დაერეკათ და არ ეკითხათ, მშიერი ვიყავი თუ არა. არ მინდოდა, ჩემი ოჯახისთვის მეტი ტკივილი მიმეყენებინა. გარკვეული ეტაპის მერე მიიღეს ეს მოცემულობა…“

აჩიკო სოლოღაშვილი: რამდენადაც მეგობრული ვარ, იმდენად მკაცრი ვარ სტუდენტებთან

აჩიკო სოლოღაშვილი: „რაც მამა გავხდი, რაღაცების შემეშინდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g