ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოებს გვიზიარებს.
მსახიობმა და ტელეწამყვანმა ოჯახური მხიარული კადრები ინსტაგრამზე გაგვიზიარა.
ვიდეოებში ვხედავთ, როგორ ერთობიან და ცეკვავენ ნანუკას პატარები.
ცნობისთვის, ნანუკა გულუა მეორე შვილის დედა 8 დეკემბერს გახდა. პატარას იკაკო დაარქვეს.
პირველი შვილი კი ნანუკა გულუას და კახა კაშიას გასული წლის სექტემბერში შეეძინათ. გოგონას ნინა დაარქვეს.
