მსახიობი ზურა ბერიკაშვილი იუბილარია. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, მომღერალი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი სოციალური ქსელში პოსტს აქვეყნებს და ზურას დაბადების დღეს ულოცავს.
გია ბაღაშვილმა ზურას მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
„დღეს უმაგრესი კაცი, ჩემი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის გახდა! ბერიკ, გამაგრდი ძმაო! მთელი გულით და სულით შენთან ვარ!
არ იცი როგორ ველოდებით ყველა იმ დღეს, იმ წამს, შენ რომ თვალს გაახელ, დაგველაპარაკები და დაგვიბრუნდები ძველებურად სიცოცხლით, სითბოთი და სიკეთით სავსე.
აბა, შენ იცი, ბერიკ! შენ გენაცვალე მაგ სუფთა გულში! ჩვენ შენი ჯანმრთელობისთვის ვლოცულობთ! ღმერთი შენსკენ!“, – წერს გია ბაღაშვილი.
დღეს უმაგრესი კაცი, ჩემი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის გახდა! ბერიკ, გამაგრდი ძმაო! მთელი გულით და სულით შენთან ვარ! არ იცი…
Posted by გია ბაღაშვილი • Gia Bagashvili on Thursday, February 15, 2024