LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი: „არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა წინაშეც საქართველოს პრეზიდენტი თავს ანგარიშვალდებულად თვლის, რასაც ეტყვიან, ზუსტად იმას გააკეთებს“

154
შალვა პაპუაშვილი და სალომე ზურაბიშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით ევროპარლამენტარების მიერ ხელმოწერების შეგროვების დაწყება კიდევ ერთი სამარცხვინო მცდელობაა, რომ კრიმინალი სამართლიანი სასჯელისგან დაიხსნან.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულად თავს არ თვლის, ანგარიშვალდებულად თავს თვლის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების წინაშე და რასაც ეტყვიან, ზუსტად იმას გააკეთებს.

„ეს კინო ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით, მათ შორის, საიდან მოდის დაკვეთა, რომელი ხაზები მუშაობს, რომელი ლობისტები მუშაობენ, რა ჯდება. ეს ყველაფერი ქართულმა საზოგადოებამ იცის იმის წყალობით, რომ ამერიკაში მოქმედებს რუსული კანონი.

„პრეზიდენტი, რომელიც სხვა ქვეყნის დავალებით მოქმედებს“ – სოზარ სუბარი სალომე ზურაბიშვილზე

ჩვენთან რომ მოქმედებდეს ამერიკული კანონი, რომელსაც რუსულ კანონს ეძახიან, ჩვენ ამას უფრო ადრე გავიგებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთ რაღაცებს ვერ ვიგებთ, უმალავენ ჩვენს საზოგადოებას.

ამერიკაში მოქმედი რუსული კანონის მეშვეობით ჩვენ ამ ყველაფერს ვიგებთ და ეს კიდევ ერთი მცდელობაა, სამარცხვინო, სამწუხაროდ, რომ კრიმინალი დაიხსნან სამართლიანი სასჯელისგან.

როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა, შემდეგ გავარკვიეთ, რომ ეს, მართალია, სიურპრიზი იყო ქართული საზოგადოებისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის წინასწარ ამას ათანხმებდა უცხოელებთან, მათ შორის, ერთ-ერთ ევროპარლამენტარს წამოსცდა კიდეც, რომ წინასწარ იცოდა, სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას იწყალებდა.

თალაკვაძე: „სააკაშვილის შეწყალება სალომე ზურაბიშვილისთვის პოლიტიკური კატასტროფის ტოლფასი იქნება და ეს მან კარგად იცის“

სალომე ზურაბიშვილი თავს ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულად არ თვლის. არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა წინაშეც ის თავს ანგარიშვალდებულად თვლის. რასაც ეტყვიან, ზუსტად იმას გააკეთებს“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g