LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი ციხიდან გამოვიდა და სახლში წასასვლელად მანქანებით დატვირთული ავტომზიდი გაიტაცა

130
escape

ციხიდან გამოსულმა კაცმა, ახალი Chevrolet Corvette-ებით დატვირთული ავტომზიდი გაიტაცა. პოლიციის ანგარიშის მიხედვით, 23 წლის ამერიკელი, სახელად ისაია უოკერი, ქურდობის დღეს ციხიდან ახალი გამოსული იყო. მას ძალიან უნდოდა სწრაფად წასულიყო სახლში, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 1 200  კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა, უკეთესი სხვა ვერაფერი მოიფიქრა და გაჩერებული ავტომზიდი გაიტაცა.

პოლიციის ინფორმაციით, გამტაცებელმა თავიდან მძღოლთან მოლაპარაკება სცადა, რათა მას სასურველ ადგილამდე წაეყვანა. გადამზიდისგან უარის მიღების შემდეგ, ისაიამ კაცი კაბინიდან გადმოაგდო, საჭეს მიუჯდა და სახლის გზას დაადგა.

წესრიგის დამცველებმა გატაცებული ავტომზიდის პოვნა მალევე შეძლეს. თავიდან ყოფილი პატიმარი არ გაჩერდა და პატრულს მისი დევნაც დასჭირდა.

დაკავების შემდეგ ამერიკელმა განაცხადა, რომ მანქანების მოპარვა არც უფიქრია და უბრალოდ სახლში სურდა წასვლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები