LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანა საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაა

147
იკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები განიხილეს, სიტყვით გამოვიდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე თვეში ხელისუფლება საზოგადოების წინაშე ახალი, ოთხწლიანი გეგმით წარდგება, რომელიც ერთდროულად ამბიციური და რეალისტური იქნება.

„ჩვენი ამოცანაა, საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანზიტო პოტენციალი თვისობრივად გავაძლიეროთ. ამისთვის მსხვილი ინვესტიციები ჩაიდება ქვეყნის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. სახელმწიფო აქტიურად დაუჭერს მხარს წარმოების განვითარებას, ექსპორტის ზრდას. ასევე, ფუნდამენტურად გაძლიერდება ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა და ინფრასტრუქტურა. მრავალი მიმართულებით ისეთი რეფორმები განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში, პირდაპირი თუ ირიბი ფორმით, ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები