ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში დედებს დედის დღეს ულოცავს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
,,დედის დღეს გილოცავთ დედებო!!!
ბედნიერებო იბედნიერეთ, ჩემსავით ტკივილიანებო ღვთისმშობელს ებარებოდეთ.
,,სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ…..
წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან. “(გ. ჩოხელი)
დედის მონატრება ხომ ძნელია მაგრამ შვილის უსაშველოა…
ჩემო ნიკო ჩვენს შორის ყოველგვარი კანონზომიერება დაირღვა, ვერ ჩავდექი შენსა და სიკვდილს შორის, მაგრამ ბოროტებასა და სიკვდილს შორის აუცილებლად ჩავდგები.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი….
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან…
ჩამოეხსნებათ ნიღბები დედი სხვანაირად როგორ იქნება???”, – წერს იზა ომაძე.