LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტამბოლის აეროპორტში თერაპევტმა ძაღლებმა დაიწყეს მუშაობა

207
65ebfe971c1eb6d1efce5991

სტამბოლის აეროპორტში მუშაობა დაიწყეს თერაპევტმა ძაღლებმა, რომელთა მოვალეობაც მგზავრების დამშვიდება და მხარდაჭერაა. ძაღლების მოფერება თუ ჩახუტება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, წერს Reuters.

თურქეთში პირველი მსგავსი პროექტის მონაწილეები გახდნენ 5 გაწვრთნილი ძაღლი, რომლებიც ინსტრუქტორებთან ერთად იმუშავებენ და ძირითადად საერთაშორისო ფრენების ზონაში იქნებიან. ამჟამად მოსამზადებელ პროცესს გადის კიდევ 4 ლეკვი და უახლოს მომავალში სამსახურის დაწყებას ისინიც აპირებენ.

არაერთი ექსპერიმენტი თუ კვლევა ადასტურებს, რომ ძაღლებთან ურთიერთობა სტრესისა და შფოთის დონეს ამცირებს და განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ავია მგზავრებისთვის ვისაც ფრენის ძალიან ეშინია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები