LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი საქმე არ გაქვს: მბაპე მზადაა საქაბაბეს უჩივლოს – რა პრეტენზია აქვს ფეხბურთელს

148
Screenshot 2024-03-14 110204

კილიან მბაპე მზადაა სასამართლოს მიმართოს და მარსელში მდებარე საქაბაბე Klüb-ის მეპატრონეს უჩივლოს ერთ-ერთ კერძში მისი სახელის გამოყენებისთვის.

დაწესებულების მეპატრონეა მოჰამედ ჰენი, რომელიც საფრანგეთის საფეხბურთო სამყაროში ცნობილი ინფლუესერია. ამასწინ მან რესტორანი გახსნა, სადაც ბურგერის აღწერაში ნათქვამია, რომ ის დამზადებულია „ისეთივე მრგვალი ფუნთუშისგან როგორიც მბაპეს თავის ქალაა“.

ჰენიმ სოცქსელებში გამოაქვეყნა კომპანია KMA-ის პრეტენზია, რომელიც ფეხბურთელის საიმიჯო უფლებებით არის დაკავებული. მოთამაშის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ ჰენიმ მოაშოროს მბაპეს ხსენება მენიუდან 8 დღის განმავლობაში ანაც მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს აფრენენ ფეხბურთელის სახელის კომერციული მიზნებით გამოყენებისთვის.

მოჰამედი შოკშია მბაპეს ქმედებით და მას სოცქსელით მიმართა.

„არ გრცხვენია? სხვა საქმე არაფერი გაქვს? მე უნდა მიჩივლო რაღაც წვრილმანის გამო? ეს დაუჯერებელია!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები