LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროპის ბიზნესის რეესტრების ასოციაციის ღონისძიებას უმასპინძლებს

131
თბილისი

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ევროპის ბიზნესის რეესტრების ასოციაციის (EBRA – European Business Registry Association) დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ასოციაციის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის დეტალები განიხილეს, რომელიც 12-13 ივნისს თბილისში, სასტუმროში „პარაგრაფი“ გაიმართება.

სამუშაო შეხვედრას, სააგენტოსა და ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე და ევროპის ბიზნეს რეესტრების ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი მარკო ვიანელო.

კონფერენციაში მონაწილეობას ასოციაციის წევრი ქვეყნებისა და ორგანიზაციების 150-ზე მეტი დელეგატი მიიღებს.

ღონისძიებაზე საქართველო წარადგენს ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით არსებულ მიღწევებს – გამარტივებულ პროცედურებს, რომლებიც დაფუძნებულია ელექტრონულ სერვისებზე.

ევროპის ბიზნესის რეესტრების ასოციაცია (EBRA) ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ქვეყნების 42 რეესტრს აერთიანებს და მიზნად ისახავს ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობას.

magti 5g