ივნისის ბოლო კვირას, გლასტონბერის ფესტივალი გაიმართება.
მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური დღესასწაული, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ტრადიციულად, ზაფხულში ტარდება, 26-დან 30 ივნისის ჩათვლით, ღია ცის ქვეშ თავს არაერთი ჟანრის მოყვარულ უამრავ მელომანს მოუყრის.
ხუთდღიანი კონცერტების სერიის ჰედლაინერებად: დუა ლიპა, ,,ქოლდფელი’’, შანია ტვეინი და SZA დასახელდნენ.
სხვა არტისტებსა და ბენდებს შორის, რომლებიც ,,გლასტოზე’’ გამოვლენ: სინდი ლუპერი, ჟანელ მონე, პალომა ფეისი, კამილა კაბეიო, ავრილ ლავინი, Sugababes, Keane და სხვები არიან.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/03/2024-poster-14.03.24-website-2024-03-14_18-24-54_617490-819x1024.png)
შეგახსენებთ, რომ გლასტონბერის თანამედროვე წარმოდგენითი ხელოვნების ფესტივალი დიდ ბრიტანეთში, წლის უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ ღონისძიებათა რიცხვშია. ,,ინგლისის ვუდსტოკის” ისტორია 70-იანი წლებიდან იწყება.