LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი პრეზიდენტს: „ქალბატონო სალომე, მოხსენით გრიფით „საიდუმლო“ ჩემს სამთავრობო ხარჯებს, ეს ავტომატურად შეწყვეტს პროცესს.. მასამართლებენ იმაზე, რასაც მთავრობა ყოველდღე აკეთებს“

153
მიხეილ სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე, დღეს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა, „დღეს საქართველოს ისტორიაში და, ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო და ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული პროცესის გაგრძელებაა“.

სააკაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც მიმართა, რათა „მოიხსნას გრიფით „საიდუმლო“ გერმანულ სამთავრობო ხარჯებზე“.

„საერთოდ, საიდან წარმოიქმნა პროცესი? საქართველოს საპრეზიდენტო სამსახურს, საქართველოს საპრეზიდენტო ადმინისტრაციას ჩეკი ყველა ხარჯზე ჰქონდა, ესე იგი, ჩვენ არ გვქონდა შავი ბუღალტერია. მე ძალიან მომეწონა მღებრიშვილის ჩვენება წინა პროცესზე, მოქმედმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ ყველა ხარჯი გაწეული იქნა კანონიერად. მათ შორის ის, რაზეც მასამართლებთ, ჰილარი კლინტონისთვის ნაყიდი „რედბულისთვის“, რომელიც მაშინ ღირდა 3.10 ლარი, სხვათა შორის, ახლა ღირს 6.20 ლარი, ეს ზუსტად აჩვენებს ფასების ზრდის დინამიკას.

განსხვავება არის ის, რომ ჩვენ ყველაფერი გვქონდა თეთრი და არ გვჭირდებოდა შავნაბადას ტყეში ჩუმად სიარული და ყურში ჩურჩული, იმიტომ, რომ ყველაფერი იყო გახსნილი. 

მიდა სალომე ზურაბიშვილს ვუთხრა, მესმის, რომ ის ხშირად ამბობს, რომ ეს არის მორალური საკითხი. ქალბატონო სალომე, მორალური საკითხი არ არის. ასევე, ის, რომ მოიხსნას გრიფით „საიდუმლო“ გერმანულ სამთავრობო ხარჯებზე, იმიტომ, რომ მე მასამართლებენ იმაზე, რასაც დღეს ყოველ დღე აკეთებს მთავრობა. თქვენ გაქვთ უფლებამოსილებაში, მოხსენით და ეს ავტომატურად შეწყვეტს ამ პროცესს. მღებრიშვილის ჩვენების შემდეგ საქმე უნდა გამოცხადებულიყო დახურულად და გამოცხადებულიყო გამამართლებელი განაჩენი. თუ გამოაქვეყნებთ ხარჯებს, სწორედ ეს მოხდება.

უკრაინის დაზვერვამ გამოაქვეყნა და ის ეყრდნობა დასავლურ დაზვერვებს, რომ თურმე რუსეთის არ აძლევს ჩემი გათავისუფლების საშუალებას საქართველოს ხელისუფლებას. მე მინდა ვუთხრა ყველას, არ გეხამუშებათ, რომ ამაში მონაწილეობთ, რომ რუსეთის ტყვის დაკავებაში მონაწილეობთ? ახლა ეს დადასტურებულია ოფიციალური ორგანოების და დაზვერვების დონეზე, ეს ისედაც ყველამ ვიცოდით“, – განაცხადა პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი: „მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები.. ეს ხალხი მთლიანად ივანიშვილის სინდისზეა“

magti 5g