LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე გვარამია-მელიას გაერთიანებაზე: „ორი შეწყალებული თუ საწყალი, სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს“

156
მამუკა მდინარაძე მელია-გვარამიას გაერთიანებაზე

„ორი შეწყალებული თუ საწყალი, სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანებისა და პოლიტიკური გაერთიანება „ახალის“ პერსპექტივაზე.

„ნაცი“ „ნაცია“, კაცი კაცია და ქალი ქალია – მდინარაძე მელია-გვარამიაზე

„რა ოპოზიციაც გვყავს, ისე ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მათი მხრიდან აბსოლუტურად რელევანტური იქნება.

ამ ორი შეწყალებული კრიმინალის ერთობა, რას იზამს, ამაზე მარტივი დასკვნა შეიძლება გამოიტანო. ვიმეორებ, ორი შეწყალებული თუ საწყალი, სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიკა გვარამია: „სააკაშვილის მოწონება რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი. ილუზია რატომ უნდა მქონდეს, რომ მიშა სააკაშვილი მხარს დამიჭერს?“

magti 5g