საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 0.68%-ით გაიზარდა და თებერვლის ბოლოს 52.24 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.40%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.21%-ით შემცირდა.
რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის 50.50 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 0.36%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.
თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტების 0.96%-ით შემცირდა, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 0.07%-ით გაიზარდა.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის თებერვლის ბოლოსათვის 50.16% შეადგინა. იანვართან შედარებით დეპოზიტების ლარიზაცია 0.07 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.58%, ხოლო ევროს წილმა 19.86% შეადგინა.