დასავლური მედია შაკირას ახალ რომანზე ალაპარაკდა. ახლახან კოლუმბიელმა არტისტმა სიმღერა და კლიპი Puntería, გაავრცელა, რომელშიც მას პარტნიორობას სერიალის „ემილი პარიზში“ ვარსკვლავი, ლუსიენ ლავისკონტე უწევს. ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა მათი ერთობლივი პოსტერები.
მოგვიანებით წყვილი ერთად ვახშმობის დროს გადაიღეს, პაემნის შემდეგ კი შაკირა ლუსიენის მანქანით მასთან ერთად წავიდა.
ცნობისთვის, ჟერარ პიკესთან განშორების შემდეგ, მომღერალი არაერთ ცნობილ მამაკაცთან პაემნის დროს დააფიქსირეს. მათ შორის იყვნენ ტომ კრუზი, ლუის ჰამილტონი და დრეიკი.
შაკირა მორიგ პაემანზე გადაიღეს – ამჯერად არტისტმა ლუსიენ ლავისკონტესთან ერთად ივახშმა
,,არ ვიცი პიკე რას ფიქრობდა?!” – Ozuna-მ შაკირას ექს-მეუღლე გააკრიტიკა