LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ზეთი 19.4%-ით გაიაფდა, ხილი კი 25.7%-ით გაძვირდა

141
სურსათი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5% შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების

ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი (+0.8%), სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (+1.4%), ჯანმრთელობის დაცვა (-1.5%).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი (+8.1%), სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (+10.2%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+4.5%) და სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (-3.4%).

აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში ფასების კლება დაფიქსირდა ზეთსა და ცხიმზე (-19.4%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-15.3%), პურსა და პურპროდუქტებზე (-8.9%), რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-3.9%). ამასთან, ფასები გაზრდილია ხილსა და ყურძენზე (+25.7%), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (+5.1%), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (+2.8 პროცენტი), ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე (+2.1%) და თევზეულზე (+1.3%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g