კინოსტუდია Warner Bros. „მატრიცის“ ახალ, მე-5 ნაწილზე იწყებს მუშაობას. ახალი ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი Cabin in the Woods–ისა და Martian-ის ავტორი, დრიუ გოდარდი იქნება. აღსანიშნავია, რომ ფილმის ერთ-ერთი შემქმნელი, ლანა ვაჩოვსკი მხოლოდ პროდიუსერის მოვალეობას შეასრულებს.
ამ ეტაპზე უცნობია, დაუბრუნდებიან თუ არა საკუთარ როლებს ფრანშიზის ვარსკვლავები – კიანუ რივზი, კერი ენ-მოსი და ლოურენს ფიშბერნი. ასევე უცნობია სიუჟეტის დეტალები და ფილმის პრემიერის თარიღი.
ცნობისთვის, სამეცნიერო ფანტასტიკური ფრენჩაიზის პირველი ნაწილი 1999 წელს გამოვიდა. 2021 წელს გამოშვებული მე-4 ნაწილი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა.
ფოტო: კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი „მატრიცას“ პრემიერაზე ერთად მივიდნენ – სად არის ალექსანდრა გრანტი?
კიანუ რივზმა საყვარელი სიმღერა და ფილმი დაასახელა