„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი, ფრიდონ ინჯია ფიქრობს, რომ წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინჯია გამოეხმაურა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს და აღნიშნა, რომ „ევროპელი სოციალისტები“ წინააღმდეგი არიან აღნიშნული კანონის მიღების, რადგან მიაჩნიათ, რომ „ეს სპეციალურად მოგონილი კანონია“.
„მსგავსი კანონი ევროპის ქვეყნებში ღიმილს გამოიწვევს ხოლმე.. დეოლიგარქიზაციის კანონი, ისევე, როგორც ის 12 მუხლი, ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და ამას აბამენ სტატუსის მიღებას.
მე ასე ვფიქრობ, რომ სტატუსს საქართველოს მისცემენ და ეს არის 99%.
აბა, სცადონ და არ მისცენ. ეს უფრო მეტად მათ ინტერესშია“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.