LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე დასწრება, ჩავატარებთ დამატებით სესიებს: მაია გაბუნია

136
კოვიდი და გამოცდები

„აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე დასწრება, ჩავატარებთ დამატებით სესიებს“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა მაია გაბუნიამ ისაუბრა.

მაია გაბუნიას განმარტებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულ აბიტურიენტები გამოცდების გრაფიკის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გაეცნობიან, რომელიც მალე გამოქვეყნდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გაგების შემდეგ, აბიტურიენტებს შეეძლებათ შეცვალონ არჩეული ფაკულტეტები: მაია გაბუნია

გამოცდაზე ტელეფონით შესვლა, ოჯახის წევრების ნაცვლად გამოცდაზე გამოცხადება – რა დარღვევები ფიქსირდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?

„ქვეყანაში მოიმატა კოვიდის შემთხვევებმა და ამასთან დაკავშირებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ასეულობით განცხადებაა მიღებული. ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ დამატებით სესიებს, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება და აბიტურიენტები, რომელთან ახლა კორონავირუსით ინფიცირების გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე დასწრება, მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას, გამოცდების გრაფიკის შესახებ, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე განთავსდება“, – აცხადებს მაია გაბუნია.

პოპულარულები