ინტერნეტში ელვის სისწრაფით ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც 1960-70-იან წლებს მოგვაგონებს.
ეს გახლავთ კადრები ,,ბითლზის” წევრების ბიოპიკების გადასაღები მოედნიდან, რომლებიც იმ პერიოდს ასახავს, როცა მსოფლიო ,,ბიტლომანიით” იყო შეპყრობილი.
გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ოთხფილმიანი კინემატოგრაფიული მოვლენის გადასაღებ მოედანზე აბსოლუტური ,,ბიტლომანია” იყო, რადგან ბიოგრაფიული ფილმებისთვის შერჩეული ,,ლივერპულელი ოთხეული” სცენებს ხმაურიანი ადამიანების დიდ ჯგუფთან ერთად იღებდა.
რეჟისორ, სემ მენდესის ამბიციურ ბიოპიკებში პოლ მაკარტნის როლს პოლ მესკალი ასრულებს, ჯონ ლენონისას – ჰარის დიკინსონი, რინგო სტარისას – ბარი კიოგანი, ხოლო ჯორჯ ჰარისონისას – ჯოზეფ ქუინი.
გავრცელებული კადრები ახლახან ბიოგრაფიულ ფილმებში მონაწილე მსახიობების სარეკლამო სურათების გამოქვეყნებას მოჰყვა.
საგულისხმოა, რომ სეტში ლონდონი 1964 წლის ნიუ-იოკადაა გარდაქმნილი და ჯგუფის Plaza Hotel-ში ჩასვლას ასახავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, როცა ,,ბიტლომანიამ” ამერიკელ მსმენელში პიკს მიაღწია, თამამად შეიძლება ითქვას – სცენა ნამდვილად იქნება მომავალი პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი.
შეგახსენებთ, რომ The Beatles-ის წევრების ოთხივე ფილმი, რომლებიც მთლიანობაში ასახავს ბენდის აღზევებას 60-იანი წლების დასაწყისში, თითოეული კი სხვადასხვა წევრზეა ორიენტირებული, ეკრანებზე 2028 წლის აპრილში უნდა გამოვიდეს. სიუჟეტი, როგორც ჩანს, მაყურებელს კოლექტივის ბოლო ერთობლივ გამოსვლამდე, 1969 წლამდე მიიყვანს.
დასახელდნენ მსახიობები, რომლებიც ,,ბითლზის” წევრების ცოლების როლებს შეასრულებენ