LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარას ახალი ტურისტული პროდუქტი შეემატება – ჩირუხის მთის განვითარებაზე მუშაობენ (ფოტოები)

494
97989373-2702927963313480-8710888619176361984-o

მთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების განვითარება გრძელდება. ამჯერად, ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობა ჩირუხის მთაზე მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, აღნიშნული პროექტით, შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას გეგმავს.

ამ ეტაპზე, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის დამუშავება მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც ტურისტული პროდუქტის ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება.

ცნობისთვის, ჩირუხის მთა ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება. მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g