აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი, 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
„სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა, გულის ქრონიკული უკმარისობა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. აღენიშნებოდა ორმხრივი ბრინქოპნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. კლინიკის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, პაციენტი მოთავსდა იზოლირებულად და გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. აუღეს ნიმუში „პისიარ“ კვლევისთვის, დადასტურდა „კოვიდ-19“. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, მკურნალობა წარიმართა გაიდლაინის შესაბამისად, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაიცვალა 11 ოქტომბერს“ – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
გარდაცვლილი კლინიკა „მედინაში“ მკურნალობდა.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში ჯამში 47 ინფიცირებული გარდაიცვალა.
12 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 93 პაციენტი.
ვინ არიან პაციენტები, რომლებიც ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალნენ