LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს თინათინ ზოიძე უხელმძღვანელებს

366
64384496_364998444030234_4710047413820194816_n

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარედ თინათინ ზოიძე დაინიშნა, რომელიც დღემდე დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ის  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან და უკვე მის მოადგილე სულხან ღლონტთან ერთად თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თინათინ ზოიძისა და სულხან ღლონტის გამოცდილებას გაუსვა ხაზი და მათ ახალ პოზიციებზე წარმატებები უსურვა.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გუნდთან ერთად გავაგრძელებ იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომელიც რეგიონის პოპულარიზაციას, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას, სერვისის გაუმჯობესებასა და აჭარაში სეზონურობის დაძლევას შეუწყობს ხელს,“ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ. 

ზაფხული დაიწყო - რა ხდებოდა ბათუმში სეზონის გახსნაზე [ფოტოები]

გახსნის დღეს დაილია საკმაოდ ბევრი ლუდი, წვენი, კოქტეილი...

თინათინ ზოიძეს ტურიზმის სფეროში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 9 წელი ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სააგენტოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2015 წლიდან დღემდე ხელძღვანელობდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, მანამდე კი ბათუმის ტურისტული სააგენტოს ტურიზმისა და მარკეტინგის განყოფილებებს. ის ასევე კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და ჩართულია რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებში.

თინათინ ზოიძე 2008-2009 წლებში სწავლობდა ლატვიაში ჰუმანიტარულ,  პარალელურად კი ეკონომიკისა და ტურიზმის ფაკულტეტებზე. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის სპეციალობის მაგისტრია. მონაწილეობა მიღებული აქვს საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g