LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,აჩვენეთ მათ ეს, როცა იტყვიან, რომ ცეკვა არ შემიძლია” – კეტი პერიმ სცენიდან ჰეითერებს სახალისო ცეკვით უპასუხა

147
photo-collage.png

ბოლო დროს, კეტი პერის მიმდინარე ტურნეს კონცერტებზე დადგმული შოუს გამო აკრიტიკებენ. კრიტიკას განსაკუთრებით არტისტის საცეკვაო მოძრაობები იწვევს, რაზეც ერთ-ერთ ბოლო კონცერტზე პერიმ ხაზი თავად გაუსვა.

მან ჰიუსტონში შეკრებილ აუდიტორიას, რომელიც მის პერფორმანსს კამერით აფიქსირებდა, შემდეგი სიტყვებით მიმართა:

,,აჩვენეთ მათ ეს (ვიდეო), როცა იტყვიან, რომ ცეკვა არ შემიძლია”.

ამის შემდეგ, ჰეითერების საპასუხოდ, მომღერალმა სცენაზე უცნაური მოძრაობების კეთება დაიწყო, რაც ყველამ სახალისოდ აღიქვა და საღამოც მხიარულ ნოტაზე გაგრძელდა. სფიჩი პერიმ სიმღერის – Last Friday Night (T.G.I.F.) შესრულებისას წარმოთქვა.

კეტი პერი კონცერტებს ევროპაში გამართავს

შეგახსენებთ, რომ The Lifetimes Tour, რომლითაც კეტი პერი 7 წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო მასშტაბით კონცერტებს მართავს, 23 აპრილს დაიწყო და 7 დეკემბრამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები