დიდ დიღომში 11 წლის გოგონას ეძებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„დიდ დიღომში, დაიკარგა მარიამი 11 წლის, აცვია მწვანე ზედა. ბოლოს მწვანე სკოლასთან (ძველი ფესვები) ნახეს და იმის მერე არ გამოჩენილა!! იქნებ გადააზიაროთ”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
