LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები, რომლებიც ბალასტი არიან შსს-ში, გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან

86

შსს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან. მინისტრმა ასე უპასუხა კითხვას, იგეგმება თუ არა სამინისტროში კადრების შემცირება.
”ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ასე ვთქვათ, ბალასტი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, აუცილებლად გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან, თუკი ასეთები იქნებიან. ასევე გათავისუფლდებიან ის ადამიანები, რომლებიც ვერ დაეწევიან განვითარების იმ ტემპს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ უკვე წელს”, – განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g