LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანები, რომლებმაც ბოლო 10 თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება, ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ: რატიანი

418
BeFunky-collage (12)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარების მართვაზე “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა. როგორც ლევან რატიანი აღნიშნავს, კორონავირუსის გავრცელების მეორე ეტაპი სამედიცინო პერსონალისთვის უფრო მძიმეა, ვიდრე პირველი იყო.

ამასთან, რატიანი მიიჩნევს, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა ინფიცირებულთა ლეტალობის შემთხვევები ნაკლები ყოფილიყო.

“ყველას ჩემი პატივისცემა, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება და ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ და სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ. მე პირადად ამ პრეტენზიას ვერ მივიღებ იმიტომ, რომ ჩემი პირადი ცხოვრება არ გამაჩნია. არავის არ უნდოდა პანდემიაში ცხოვრება. ვერც მე და ვერც ვერავის წარმოგვედგინა.

“მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა ლევან რატიანს ჯიუტად სჯეროდა, რომ აუცილებლად გადაარჩენდა, კიდევ ერთი ახალგაზრდა დედა დაუბრუნდება მონატრებულ შვილებს” – ემოციური ამბის ბედნიერი დასასრული

ბუმბერაზი ქვეყნები, როგორებიცაა იტალია, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ. სადაც სამედიცინო დაფინანსება იმაზე, მეტი აქვთ, ვიდრე სჭირდებოდათ, ჩვენ კი მწირი ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ შედეგები, მგონი, ერთნაირი დავდეთ, ვერ გეტყვით ვის ხარჯზე იყო, მაგრამ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალმა – დაწყებული სანიტრიდან დამთავრებული კლინიკის ხელმძღვანელებამდე, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაც შეიძლება ეფექტურად გვემუშავა და ამისთვის ერთმანეთს გვერდში ვედექით. ჩვენ არც დღე ვიცით, არც ღამე. მარტივია ლაპარაკი, როდესაც საქმეში არ ხარ ჩართული. ექიმი მაშინ ხარ, როდესაც გამოცდილება და პრაქტიკა გაქვს. მიკვირს კიდეც ადამიანების, როდესაც საუბრობენ ახალ კორონავირუსზე, როდესაც კოვიდინფიცირებული პაციენტები არათუ ჰორიზონტალურად არ უნახავთ, არამედ ვერტიკალურადაც არ გაუსინჯავთ. ვფიქრობ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, სახელმწიფოსთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ლეტალური შემთხვევა გვქონოდა. ვისურვებდი, რომ ყველა გავერთიანებულიყავით.

თებერვლის თვეში ველოდებით ვაქცინების გარკვეულ მოცულობას - ჯანდაცვის მინისტრი

ვაქცინა, პირველ რიგში, მოწყვლად ჯგუფებზე გადანაწილდება.

ძალიან რთულია ებრძოლო მტერს, რომელიც არ იცი, რომელი ვექტორიდან შემოგიტევს. ადამიანებმა, განსაკუთრებით მედპერსონალმა, სიცოცხლე გაწირეს, რომ სხვისი სიცოცხლეები გადაერჩინა. არავინ დახვედრია მომზადებული, მათ შორის აშშ. იმიტომ, რომ უცნობი ბიოლოგიური ომია უცნობ გარემოში.

რაც გადაგვარჩენს – თანადგომაა. ძალიან არ მიყვარს, როდესაც ვიღაცას ვექიშპები იმიტომ, რომ ამ ქიშპში ორივე ვაგებთ. ჯობია, ერთმანეთის გვერდით დგომით მოვიგოთ ეს ომი.“- განაცხადა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისიდანაა: განაწილება რეგიონებში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g