LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანებს, რომლებიც ახლო კონტაქტის მიუხედავად არ ინფიცირდებიან, კორონავირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვთ: ცერცვაძე

849
BeFunky-collage (11)

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, დიდი ალბათობით იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტის მიუხედავად ვირუსით ინფიცირება არ აღენიშნებათ, კორონავირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვთ. ამის შესახებ ცერცვაძემ “იმედის” ეთერში ისაუბრა.

მისი განცხადებით, ასევე შესაძლებელია, ადამიანმა, ვისაც კორონავირუსი არ ემართება ადრე გადაიტანა რომელიმე სხვა ინფექცია კორონავირუსით.

მან კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა.

 

„საკმარისადაა ისეთი შემთხვევები, როცა კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტის მიუხედავად ადამიანი არ ინფიცირდება, ამის შესანიშნავი მაგალითი გვქონდა კლინიკაში, პანდემიის ჯერ კიდევ დასაწყისში. 2 წყვილი იწვა კლინიკაში, 1 იყო ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ხოლო მე-2 კი რელიგიური ადამიანები. ცოლ-ქმრის შემთხვევაში ქალი იყო კოვიდინფიცირებული, კაცმა კი არ მიატოვა, ახალდაქორწინებულები იყვნენ და მე უნდა ვიყო ჩემს მეუღლესთანო და იყო მასთან 15 დღე. იმაზე ახლო კონტაქტი შეუძლებელია, ვიდრე ისინი იყვნენ 15 დღის განმავლობაში 1 პალატაში და მაინც არ დაემართა. რაც შეეხება სასულიერო პირებს, მათ ერთმანეთი არ მიატოვეს და 17 დღე 1 პატარა პალატაში იწვნენ და არ დაემართა.

არსებობს 2 ტიპის იმუნიტეტი, თანდაყოლილი და შეძენილი. შეძენილია იმუნიტეტი, რომელიც დაავადების გადატანის, ან ვაქცინაციის შემდეგ დაგვრჩება, ხოლო თანდაყოლილი იმუნიტეტი კი დაბადებიდან აქვს ადამიანს. დიდი ალბათობით იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტის მიუხედავად ვირუსით ინფიცირება არ აღენიშნებათ, კორონავირუსის მიმართ თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვთ.

არსებობს სხვა თეორიაც, რომ ადამიანმა, ვისაც კორონავირუსი არ ემართება ადრე გადაიტანა რომელიმე სხვა ინფექცია კორონავირუსით, რასაც გაციებითი დაავადებები ჰქვია, იქ კორონავირუსებია 15-20%-ში და შესაძლოა ისეთ კორონავირუსიც გადაიტანა, რომელსაც ჯვარედინი ცილები ჰქონდა ახალ კორონავირუსთან, რამაც მისცა იმუნიტეტი, შეიძლება ასეც იყოს“. – განაცხადა ცერცვაძემ.

კორონავირუსისგან კიდევ 1 456 ადამიანი განიკურნა – ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 248 ტესტი ჩატარდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა

285 ახალი შემთხვევა თბილისში, 34 კახეთში, 32 კი შიდა ქართლში გამოვლინდა – გადანაწილება რეგიონების მიხედვით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g