LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პირველი მოადგილის დანიშვნაზე კონსულტაციები გაიმართება

sofo_kiladze-770x369

სოფიო კილაძე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის პირველი მოადგილის წარდგენამდე გუნდში კონსულტაციების გამართვას გეგმავს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით კანდიდატურის დასახელებას ჯერჯერობით არ აპირებს.

“ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდში. ისეთი მნიშვნელოვანი თანამდებობა, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბუნებრივია, აუცილებლად გუნდში უნდა შეთანხმდეს. კანდიდატურას მას შემდეგ წარვადგენ, რაც მოხდება შეთანხმება გუნდის შიგნით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე პირის წარდგენა არის კომიტეტის თავმჯდომარის პრეროგატივა, გუნდურობის პრინციპი მოითხოვს იმას, რომ მოხდეს კონკრეტულ კანდიდატურაზე შეჯერება“, – აღნიშნა სოფიო კილაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი უახლოეს სხდომაზე ცნობად მიიღებს გედევან ფოფხაძის განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე აირჩიეს.

პოპულარულები