აკა სინჯიკაშვილი ბლოგერი, რომელიც დიდი ხანია სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეხმარება, სოციალურ ქსელში მორიგ ამბავზე გვიყვება, რომელიც ბევრს სიკეთის კეთებას მოანდომებს.
„ქუჩის გმირები ❤️
ნაღდი გმირები უჩინარები არიან ❤️ ხშირ შემთხვევაში, მარტო თვითონ კი არა, მათი საცხოვრებელიც კი არ ჩანს. საჭმელს ვარიგებთ ქუჩაში კი იცით და ზოგჯერ ისეთი მაგარი ადამიანი გხვდება, რომ გრცხვენია, ამდენი შენ თვითონ რომ არ შეგიძლია ![]()
ამ ადამიანს სახლში 6 ბავშვი ჰყავს. 3 თავისი შვილი და 3 ქუჩიდან აყვანილი ობოლი, ერთი ავადმყოფი ![]()
არ ერიდება არცერთნაირ მძიმე სამუშაოს და მარტო ზრდის ექვს ბავშვს!!!
ვკითხე – სამი შვილის გაზრდა ჯერ რანაირი ძნელია და სამზე კიდევ როგორ აიღე მზრუნველობა-მეთქი და მიპასუხა, რამდენსაც შევძლებ, იმდენ ბავშვს მივცემ შანსს, რომ ბავშვივით იცხოვროს და დიდივით გაიზარდოსო.
ვეცდები, რომ ყველაფერი გავუკეთო, რომ ოჯახში იცხოვრონ და ბავშვთა სახლში არ გაიზარდოს არცერთიო. დედა მინდა ჰყავდეთო.
დედას რომ დაუძახებენ, თვალები გაუბრწყინდება და წელში ისე იშლება სიამაყით, ხვდები, რომ ნაღდ გმირს ხედავ ახლოდან.❤️
გამოსვლისას მითხრა, მეც ობოლი გავიზარდე უპატრონო ბავშვთა სახლშიო ?
ასეთ ადამიანებზე დგას ქვეყანა ❤️
ესენი უსახელო, ქუჩის გმირები არიან ❤️
#სიკეთეგადამდებია“,- წერს აკა სინჯიკაშვილი ფეისბუქზე.

